ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქაელ X-ში ეხმაურება. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს […]