კამჩატკის ნახევარკუნძული ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დიდთოვლობას ებრძვის. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, პეტროპავლოვსკ-კამჩატკიში თოვლის საფარმა ზოგ ადგილას სამსართულიანი სახლების სიმაღლეს მიაღწია, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და პირველი სართულების ფანჯრები მთლიანად ჩაიხერგა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც 16 იანვარს სახურავებიდან ჩამოშლილი თოვლის მასების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურის […]