მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის დედის, ნარგიზ დავითაძის თქმით, ზვიად ცეცხლაძის გათავისუფლებას არ ელოდება. გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან მყოფმა ნარგიზ დავითაძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პატიმარი ქალები გათავისუფლდნენ. „ზვიადის შეწყალებაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ორწლიანებზე ვფიქრობ. როგორც ზვიადს დაველოდებოდი, ისე ველოდები მაგ ბიჭებსაც. ზვიად, ვიცი, რომ ჩვენზე ნერვიულობ, მაგრამ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, რომ მანდ მაგრად იყო. […]