გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის უცნობია, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან თუ არა აქციების დროს დაკავებული პირები. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის თორნიკე გოშაძის დედამ, მარეზი კობახიძემ განაცხადა, იმედოვნებს, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი მისი შვილიც იქნება. „ალბათ, შინაგანად მაინც ვფიქრობ, რომ ამ 159 ადამიანს შორის ჩემი შვილიც იქნება. მაინც […]