მარკ რუტე – დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ

დანიასთან და გრენლანდიასთან მუშაობას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს. მარკ რუტე დანიის თავდაცვის მინისტრს, ტროელს ლუნდ პოულსენს და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვივიან მოცფელდს შეხვდა. „განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქტიკა, მათ შორის გრენლანდია, ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის და როგორ ზრდის დანია ინვესტიციებს. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას გავაგრძელებთ“, – წერს რუტე […]