ლევან ჟორჟოლიანი: ვფიქრობთ, რომ კომისია სამუშაოებს აპრილის ბოლომდე დაასრულებს, თუმცა მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

დღეს ჩატარდა სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა – აღინიშნა და გადაწყდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებზე და ასევე საწვავის ფასებზე იმუშავებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში, აღნიშნულ საკითხს შეისწავლის შესაბამისი ჯგუფი […]