"ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ჭიათურელი მაღაროელებისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, მსჯავრდადებული პირების დიდი ნაწილის მიმართ ბრალდება არც მტკიცდება და პირდაპირი მტკიცებულებები სასამართლოს პრაქტიკულად არ აქვს. მისივე განმარტებით, "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა." ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ ჭიათურელ მაღაროელებს 6 წლით და 3 ...