ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ საქართველოს მთავრობას ევროსასამართლოში დავა მოუგო

2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  მექვაბიშვილის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა. ამასთან, სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში მოიცვა მე-10 […]