ნიკო სილაგაძე: სანამ კონცეფციას ასე რიხით წარადგენდნენ, ლოგიკური იქნებოდა გვენახა ეროვნული სასწავლო გეგმა – ინტერვიუ

„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“, – ამბობს განათლების სპეციალისტი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკო სილაგაძე. მისი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ უკვე დააკომპლექტა ავტორ-შემმოწმებელთა ჯგუფები ახალ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ, „სამოქალაქო განათლების“ მიმართულებით კი ასეთი ჯგუფის შექმნაზე არაფერი სმენია. რას უპირებს „სამოქალაქო განათლების“ საგანს „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ესაუბრა ნიკო სილაგაძეს […]