ChatGPT-ს მალე რეკლამები დაემატება — ვის ეხება ცვლილება და როგორ ვისარგებლებთ ჩატბოტით

OpenAI-ს განცხადებით, ამერიკაში ზოგიერთ მომხმარებელს ChatGPT-ს გამოყენებისას რეკლამები შეხვდება. კომპანია ამ და სხვა ნაბიჯებით ჩატბოტის მონეტიზაციას ცდილობს.  ეს ცვლილება თავიდან სატესტო რეჟიმში იმუშავებს; მას ჯერ იმ მომხმარებლებზე გამოცდიან, რომლებიც უფასო და Go ვერსიებით სარგებლობენ. შესაბამისად, რეკლამები არ შეხვდებათ Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიების მომხმარებლებს. ახალი ფუნქცია მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ...