ოპოზიციის წარმომადგენლები ზაზა შათირიშვილის წერილს ივანიშვილის გუნდის საგარეო პოლიტიკური კურსის გაგრძელებად აფასებენ და აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპისა და „დიფ სთეითის“ თემა მიზანმიმართულად გამოიყენება დასავლური ინსტიტუციური წესრიგის დისკრედიტაციისთვის. მათი თქმით, მსგავსი განცხადებები ასახავს “ოცნების” ხელისუფლების ინტერესს, შეინარჩუნოს დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკურ გავლენაზე და თავიდან აირიდოს დასავლური სისტემის მიერ დაწესებული წესები და პასუხისმგებლობა. ივანიშვილს, რა თქმა უნდა, მთელი […]