ჟან-ნოელ ბარო: საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს

„საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს. ზეწოლა თუ დადასტურდება, ევროპა შესაბამის დასკვნას გამოიტანს. ევროკომისია ამისთვის ემზადება და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები აქვს“ – წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო X-ზე მანამდე, ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.