ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ოკუპაციაზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. „უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე […]