უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ობიექტები დაბომბეს

უკრაინელებმა ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ობიექტები დაბომბეს,-  ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე  ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა Охотник-ის ტიპის ორი სასაზღვრო საპატრულო გემი და Be-12 ტიპის ორი თვითმფრინავი, რომლებიც სარემონტო ქარხანაში იყო. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს რეგიონში, ქალაქ ასტრახანთან ახლოს ასევე განადგურდა სარაკეტო დანადგარი. Source