დათა თავაძე: [ახლა რამ გამახსენა იზა გიგოშვილი? მერე რა, თუ ოთხი დღის წინ 90 შეუსრულდებოდა, არც გახსენებია ვინმეს – (არც სამინისტროს, არც მის თეატრს… რა კარგია, რომ ჯერ კიდევ სახიფათოა!) – მადლობა ღმერთს!]

„როცა “თეატრს ვსწავლობდით”, მსახიობების ყველაზე დიდი თავგანწირვა, რაზეც მოგიყვებოდნენ ის იყო, უკეთეს შემთხვევაში, სიცხიანები რომ თამაშობდნენ სპექტაკლებს… დიდად არავინ მოგიყვანდათ მაგალითად არც ოციანი და არც უახლოესი წლების წინააღმდეგობებს – არ გეტყოდათ მსახიობებზე, სასწორზე რომ დადეს ყველაზე ძვირფასი და 9 აპრილს იქ იდგნენ, სადაც უნდა მდგარიყო ქართველი მსახიობი. ბოლოს, მათაც დატოვეს [გააგდეს?] თავისი თეატრი. რა გასაკვირია, […]