ავარიას გურჯაანში სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთ–ერთი არასრულწლოვანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი . ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მელაანში,  გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები Source