უკრაინის ქალაქ ლვოვში აფეთქებას პოლიციის ერთი ოფიცერი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 24 ადამიანი,– ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრის შესახებ გამოძახება შევიდა. როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. მას მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა. ლვოვის მერმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. Source