უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში

უნგრეთმა და სლოვაკეთმა ულტიმატუმები კრემლში უნდა გააგზავნონ და არა კიევში,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,უკრაინა უარყოფს და გმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს. ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების […]