ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ამავე თეატრის მსახიობისა და სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. მიზეზად ახალი ბანერის გაკვრა მოიტანეს, რომელიც იუწყება, რომ მუსიკალური პროექტი იწყება და ყოველ სამშაბთს ამ თეატრში უნდა ჩატარდეს. ფაქტს წინააღმდეგობა გაუწიეს მსახიობებმა, თუმცა ამაოდ. საპახუხოდ კი, თეატრის დასი დატოვეს – ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, მანუ თავაძემ, ანასტასია ჭანტურიამ, დავით ბეშიტაშვილმა, […]