„არ შევეგუებით ოკუპაციას“- ამ ლოზუნგით, 25 თებერვალს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეები, თავდაპირველად ვერის პარკთან შეიკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს…“ – ეს დეპეშა მოსკოვში 1921 წლის 25 თებერვალს გაიგზავნა. იმ დღეს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისუფლების წყურვილი. 100-ზე მეტი წელი გავიდა, თუმცა ის ბრძოლა, რომელიც იუნკერებმა […]