გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რასაც სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა, დეტალები ხდება ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი, რა დროსაც სამი მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა, საჭესთან კი 14 წლის ბავშვი იჯდა. „ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10:00 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, […]