ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები მოითხოვენ, გაუქმდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება. მანიფესტს ხელი მოაწერეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. „ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვდგავართ იმ ისტორიულ მომენტის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, არამედ თავად აკადემიური თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული საზოგადოების მომავალი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მიმდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის […]