მართა კასრაძე: მარომდე ბოლშევიკების მსხვერპლი იყო მისი ბიძაშვილი, 21 წლის მიხეილ მაყაშვილი, რომელიც 1920 წლის 2 მაისს იუნკერთა სასწავლებელში მძინარე ახალგაზრდებზე ვერაგული თავდასხმისას მოკლეს. მიხეილის დედას, მანანა ჭავჭავაძეს, ილიას ბიძაშვილს, კატეგორიულად მოუთხოვია, არ იტიროთ, ჩემი შვილი სამშობლოს შეეწირაო. ბოლშევიკების მიერ უსასტიკესად ნაცემი მიხეილის ძმაც, ბეჟანი (ბორისი), პატრიოტობისა და კეთილშობილების მიზეზით თავში მიყენებული ტრამვებისგან სრულიად ახალგაზრდა […]