იაპონიის ქალაქ ოკაიამაში ყოველწლიური „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა. „ჰაკადა მაცური“ ანუ „შიშველი ფესტივალი“ თებერვლის მესამე შაბათს ქალაქის ერთ-ერთ ტაძარში ტარდება და მასში მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. წელს მათმა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. კაცები საცვლებამდე შიშვლდებიან და ტაძრის ირგვლივ დარბიან. შემდეგ კი ტაძრის ფანჯრიდან მონაწილეების მისამართით სპეციალურ ჯოხებს ისვრიან. მათ, ვინც ჯოხებს დაიჭერს, წლის განმავლობაში იღბალი არ უღალატებს. […] Source