ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა,– ინფორმაციას ,,აჭარა თაიმსი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქობულეთიდან იყო და ბათუმში მუშაობდა. Source