საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 თებერვალს დაესწრება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს,- ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. Source