ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში, მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოების შესრულების დროს კაცს თავში მინა დაეცა და მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იყო. ფაქტზე გამოძიება სსკ 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ...