ლიეტუვამ რეპერ გიო პიკას, რომელიც ვილნიუსში კონცერტის გამართვას გეგმავდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივ მედიაში რეპერს ქართველ შემსრულებელად მოიხსენიებენ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი დაზუსტებულია, რომ ჯიოევი რუსეთის მოქალაქეა. “საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის წინადადებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე “უცხოელთა სამართლებრივი […] Source