ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკის საპირფარეშოში დედამ სცადა, მძიმეა

ახალშობილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც კლინიკა “მედინას“ სანიტარმა, ამავე კლინიკის საპირფარეშოში სცადა, მძიმედ ფასდება, თუმცა ცოტა გაუმჯობესება აქვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალშობილის გადარჩენას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები ცდილობენ. რაც შეეხება დედას, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ის ასევე კლინიკაში რჩება. "ახალშობილის მდგომარეობა ძალიან მძიმედ ფასდება. ცოტა გაუმჯობესება აქვს. ...