ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა მიიჩნიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნატო-მ რუსეთის მიერ ბელარუსში განლაგებული საშუალო რადიუსის „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ ბელარუსულ ოპოზიციურ მედიასაშუალება „ზერკალოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი და ბელარუსი „შოუს“ აწყობენ „ორეშნიკის“ სისტემის ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებით, ჯერჯერობით მიწოდებულია მხოლოდ „შესაბამისი მანქანები“ და არა მთელი სისტემა. „ჩემი აზრით, ნატო-მ „ორეშნიკი“ ლეგიტიმურ სამიზნედ […]