ირაკლი კობახიძე: ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა – როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს

ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა. როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ. კობახიძის თქმით, ოპოზიცია მთლიანად „დისკრედიტირებულია და ამ მდგომარეობამდე მიყვანას ხელი თავად შეუწყვეს“. პრემიერის შეფასებით, „რადიკალური ძალებისთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში სივრცე არ უნდა იყოს“. […]