„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საქართველოს განვითარების ფონდის ლიკვიდაციამდე, მისი ხელმძღვანელი პირების პარლამენტში ანგარიშით გამოსვლა მოითხოვა, თუმცა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ რეფორმის პროცესში ანგარიშს ვერ მოუსმენდნენ. დღეს, პარლამენტში „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების კანონის პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ […]