ამჟამად YouTube-ზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიერ ატვირთული მილიარდობით ვიდეოა, თუმცა, რით დაიწყო ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ცნობილია ის ვიდეო, რომელიც ამ პლატფორმაზე პირველად ატვირთეს და იგი ახლა დიდ ბრიტანეთში მდებარე ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში (V&A) გამოფინეს. YouTube-ზე ეს ვიდეო 2005 წლის 23 აპრილს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ჯოუდ კარიმმა, ატვირთა. "მე ...