დათა თავაძე: ძალიან უნდა თქვენს სისტემას „სახარჯ საქონლად“ გვაგრძნობინოს თავი, მაგრამ ეტყობა მაინც არის რაღაც, რასაც ასე ერთბაშად ვერ ვთმობთ… იქნებ ღირსება-მეთქი, რა ვიცი…

“კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აზრით, ადამიანი ჭანჭიკია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცვალო. მაშინ რატომ ვერ იპოვეთ აქამდე ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი?! რატომ?! თქვენი ეს „ლოგიკა“ მხოლოდ მაშინ იმუშავებდა – თუ ჩვენ დავიჯერებდით, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება ჩვენი ჩანაცვლება; ან კიდევ უარესი: თუ ისე დავკარგავდით ღირსებას, […]