„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა 22 თებერვალს, ღამით, ე.წ. ხოფის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია დაჭრის ზუსტი მოტივი. ინციდენტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. Source