დანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა სამედიცინო გემის მიღებაზე, რომლის გაგზავნასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში გეგმავდა. 21 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სამედიცინო გემის გრენლანდიაში გაგზავნას იქ მყოფი ავადმყოფი მოსახლეობის დასახმარებლად გეგმავდა. „ლუიზიანას ფანტასტიკურ გუბერნატორთან, ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით, ჩვენ გრენლანდიაში შესანიშნავი სამედიცინო გემის გაგზავნას ვაპირებთ, რათა მოვუაროთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც ავად […]