1980 წელს იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, პიტერ ტომპსონმა, უჩვეულო ფენომენი გაგვაცნო. მან ადამიანებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ მარგარეტ ტეტჩერის ორი ამოტრიალებული ფოტო აჩვენა, რომლებიც ერთი შეხედვით იდენტურად გამოიყურებოდა. ამის მიუხედავად, სურათების გასწორებისას ცხადი ხდებოდა, რომ ერთ-ერთ მათგანზე სახე შეცვლილი იყო. აღნიშნულ ილუზიას ტეტჩერის ეფექტი ეწოდება. ამ დროს ამოტრიალებულ ფოტოებზე ცვლილებების შემჩნევა გვიჭირს ...