აუცილებლად შექმნის დეფიციტს, მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას , – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ უცხოელებისთვის საქართველოში დასაქმების პირობების გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხის გადასაფარად ან იმ კატეგორიის ადამიანების „გულის მოსაგებად“, ვისთვისაც უცხოელების დასაქმება გამაღიზიანებელია. […]