ზუგდიდის მერმა, დავით კოდუამ და გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე თითქმის იდენტური გზავნილებით მიულოცეს. ორივე მათგანი მისალოც ტექსტებში წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი განვითარების შესაძლებლობა მისცა. დავით კოდუა “პირველებთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მან ტექსტი თავად მოიფიქრა და უფრო მეტიც შეუძლია დაწეროს “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე. მას რომ აქვს გაკეთებული ეგეთი […]