ვების ტელესკოპმა ურანის იონოსფერო პირველად გადაიღო და პოლარული ციალები გამოავლინა

ურანი უჩვეულო პლანეტაა. იგი მზის გარშემო გვერდულად ბრუნავს, ამიტომ მისი პოლუსები მზის მხარეს რიგრიგობით ექცევა. ამ პლანეტას მაგნიტური ველიც უცნაური აქვს: ის ღერძიდან თითქმის 60 გრადუსითაა გადახრილი და ცენტრიდან ურანის რადიუსის 1/3-ითაა დაშორებული (როგორც წესი, მაგნიტური ველი პლანეტის ცენტრში გადის). ისიც საინტერესოა, რომ ურანის მაგნიტურ ველს შეიძლება მარილისა და ამიაკის შემცველი ...