ხალხის ჯგუფურად წამების საქმეზე შესაძლოა დაკავებულ პირთა წრე გაიზარდოს. ნეონაცისტური ჯგუფის 14 წევრის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა, თუმცა გამოყოფილ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. პროკურატურას ჯერ კიდევ დასადგენი აქვს იმ ადამიანების ზუსტი ვინაობა, ვინც დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა. ხალხის წამების რეზონანსულ საქმეზე დაკავებული ჯარისკაცის ადვოკატი დღეს მოსამართლეს სთხოვდა ნიკოლოზ ტომბულოვი სამხედრო სარდლობის მეთვალყურეობის […]