დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის (EU Exit) სანქციების რეგულაციების ფარგლებში, სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" დაასანქცირა. სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი აქვეყნებს. მათ მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედი" განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ...