ირანში საპროტესტო აქციები უკვე მესამე დღეა გრძელდება. რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ისევ ქუჩაში გამოდიან და მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისმის ანტისამთავრობო ლოზუნგები. ირანში ახალი საპროტესტო ტალღა 21 თებერვალს დაიწყო. სტუდენტები თეირანსა და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ იმ ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც დაახლოებით ექვსი კვირის წინ გამართულ მასობრივ დემონსტრაციებზე ხელისუფლების ძალადობას ემსხვერპლნენ. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო […]