ლენტეხის ყოფილი მერი გირაოთი გამოუშვეს

ლენტეხის დაკავებული ყოფილი  მერი გირაოთი გამოუშვეს.  ადვოკატის თქმით, გია ონიანს  18000 ლარის გირაო შეეფარდა. გირაოთი გაათავისუფლეს ონიანთან ერთად დაკავებული, გიორგი გულბანი, მას 13000 ლარი შეეფარდა და ნუგზარ ტვილდიანი ის 12000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. წინასასამართლო სხდომა 16 აპრილს გაიმართება. Source