კიევში „მსურველთა კოალიციის“ სპეციალური შეხვედრა გაიმართა

„ევროპაში ჭეშმარიტი მშვიდობა უკრაინაში მშვიდობის დამყარების გარეშე შეუძლებელია“ — ასეთი იყო დასავლელი ლიდერების მთავარი გზავნილი 24 თებერვალს — დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ წარმოებული განგრძობადი სრულმასშტაბიანი აგრესიის მეოთხე წლისთავს იხსენებს. ლიდერთა ნაწილი კიევში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საერთო ევროპული მზაობა — ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს უკრაინას კრემლის პოლიტიკასთან გამკლავებაში, პირველ რიგში კი საომარი […]