უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ტანკერი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა. განახლებული სია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა. გასული წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის პორტიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი სახელწოდებით KAYSERI ყულევის პორტში 2025 წლის 2 ოქტომბერს შევიდა. ტანკერმა ყულევის პორტში […]