“ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ მეცხრე ომის, რუსეთსა და უკრაინას შორის მკვლელობებისა და ხოცვა-ჟლეტის დასასრულებლად”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ყოველთვიურად 25 000 ჯარისკაცი იღუპება. „დაფიქრდით, ყოველთვიურად 25 000 ჯარისკაცი იღუპება. ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა. Source