1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი აიღო, დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია მოახდინა. საბჭოთა ოკუპაციის დღის აღსანიშნავად 25 თებერვალს სახელმწიფო დროშები დაუშვეს პრეზიდენტის სასახლეზე, პარლამენტის, მთავრობისა და სხვა ადმინისტრაციული შენობებზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით გამოაცხადა. ქვეყნის დამოუკიდებლობა აღდგა 1991 წლის 9 აპრილს. […] Source