სამართალდამცავებმა დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში შშმ სტატუსის მქონე, არასრულწლოვან პირზე სექსუალურად იძალადა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი განმარტებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტაქსის მძღოლი ბრალდებულის სახით დააკავეს. უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული ...