დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე POSTV-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა, პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში […]